ახალი ამბები

საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარი მცირე ხნით გაიხსნა

10 ოქტომბერს საქართველო-რუსეთის ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დილის 8:00 საათიდან საღამოს 20:30 საათამდე გახსნილი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებთან და ავტომანქანებთან ერთად, საზღვრის გადაკვეთის საშუალება 415 სომხურ სატრანზიტო მანქანასაც მიეცა.


“ეს მცირე ხნით საზღვრის გახსნის უკვე მეოთხე შემთხვევაა, მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა”, განუცხადეს “სივილ ჯორჯიას” საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში.


დეპარტამენტის ცნობით, სექტემბერში 2-2 საათით სამჯერ გაიხსნა საზღვარი, რომელიც რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ბესლანის ტრაგედიის შემდეგ ჩაიკეტა. საქართველო-რუსეთს შორის საზღვრის გახსნის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაშიც ასევე აქტიურად არის ჩართული სომხური მხარეც.

მსგავსი/Related

Back to top button