ახალი ამბები

ზურაბ ჟვანია კენიაში საქართველოს ანტიკორუფციულ მიღწევებზე ისაუბრებს

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დღეს კენიაში გაემგზავრა, სადაც ანტიკორუფციული ორგანიზაციის “თრანსფერენსი ინთერნეიშენალის“ კონგრესს დაესწრება და მოხსენებას გააკეთებს საქართველოში ანტიკორუფციული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ.
 
“თრანსფერენესი ინთერნეიშენელ”-ის რეიტინგში საქართველო კორუფციის მხრივ ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე იყო, თუმცა ახლა ვითარება კარდინალურად შეიცვალა და საქართველო აღარ წარმოადგენს კორუმპირებულ ქვეყანას“, განაცხადა კენიაში გამგზავრებამდე ზურაბ ჟვანიამ.
 
მისი თქმით, დღევანდელ საქართველოში ყველა პირობაა ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის განვითარებისთვის.


 

მსგავსი/Related

Back to top button