ახალი ამბები

აფხაზეთის სასამართლო გალის განმეორებითი არჩევნების საკითხს განიხილავს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო 11 ოქტომბერს აფხაზეთის პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას სარჩელს განიხილავს, რომელშიც იგი გალში განმეორებითი არჩევნების ჩატარების შესახებ აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.


ცსკ-მ გალის რაიონში, რომელიც ძირითადად ქართველებითაა დასახლებული, არჩევნების შედეგები პროცედურული დარღვევების მოტივით გააუქმა და განმეორებითი არჩევნები 17 ოქტომბერს დანიშნა.


ხაჯიმბას თქმით, არჩევნების მხოლოდ ერთ ოლქში ჩატარება უკანონოა, რადგანაც ამას არ ითვალისწინებს აფხაზეთის კონსტიტუცია. ხაჯიმბა რეგიონის მთელს ტერიტორიაზე მოითხოვს განმოერებითი არჩევნების ჩატარებას.


ამავდროულად, ოპოზიციის კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა ასევე მიმართა უზენაესს სასამართლოს ცსკ-ს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.


ბაღაფშის თქმით, გალში არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდა, ამიტომ გალის შედეგები კანონიერად უნდა ჩაითვალოს.       

მსგავსი/Related

Back to top button