ახალი ამბები

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსი სამშვიდობო დაიჭრა

9 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სოფელ არცევში უცნობმა შეიარაღებულმა მამაკაცმა რუსი სამშვიდობო დაჭრა. ამის შესახებ “იტარ-ტასს” შერეული სამშვიდობო ძალების სარდალმა მარატ კულახმეტოვმა განუცხადა.


“უნცობმა სამოქალაქო პირმა ცეცხლი გაუხსნა მას და სახეში დაჭრა”, განაცხადა კულახმეტოვმა.


სოფელ არცევში მომხადარი ინციდენტი, რომლის მოსახლეობის უმეტესობას ეთნიკური ოსები წარმოადგენენ, სამშვიდობოებზე შეიარაღებული თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო პერიოდში. 8 ოქტომბერს ქართულ სოფელ თამარაშენთან ახლოს განლაგებულ საგუშაგოზე დაჭრეს ორი ქართველი სამშვიდობო.

მსგავსი/Related

Back to top button