ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველო არ განათავსებს უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 ოქტომბერს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო არ მისცემს ნებას რომელიმე უცხო ქვეყანას თავისი სამხედრო ბაზები განათავსოს საქართველოს ტერიტორიაზე.


სააკაშვილი ჟურნალისტებს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე გაესაუბრა ქართველი სამხედროებისთვის აშშ-ის მიერ ნაჩუქარი 1,1 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ფორმების გადაცემის ცერემონიის შემდეგ. 


“ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებას და მოხარული ვიქნებით, თუ რუსეთიც გაუწევდა საქართველოს ამგვარ დახმარებას“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


21 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი დააყენა; ამავე დროს აღნიშნა, რომ საქართველო “მტკიცე პოზიციას ინარჩუნებს და არ დაუშვებს უცხო ქვეყნების ბაზებს თავის ტერიტორიაზე“.


 

მსგავსი/Related

Back to top button