ახალი ამბები

აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი: მე პუტინმა გამომგზავნა

საინფორმაციო სააგენტო “‘რეგნუმის“ ცნობით, აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ ხაშბამ განაცხადა, რომ იგი აფხაზეთში პირადად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაგზავნა.


საქართველოში 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს დაკარგული შვილების დედებთან შეხვედრისას ხაშბამ განაცხადა, რომ “მას უბრძანეს ენახა პრეზიდენტი პუტინი”, რომელმაც მას განუცხადა, “ეს [აფხაზები] არის შენი ხალხი. სიტუაცია რთულია. შენ უნდა წახვიდე იქ და მიხედო სიტუაციას, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე“.


ხაშბა, რომელიც რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილე იყო, პრემიერ-მინისტრის პოსტზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ მას შემდეგ დანიშნა, რაც დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების შემდგომი სიტუაცია ჩიხში შევიდა.

მსგავსი/Related

Back to top button