ახალი ამბები

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში აფხაზეთის მოქალაქის პასპორტები გაიცემა

1 ნოემბრიდან თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტების გაცემა დაიწყება. ამის შესახებ ბრძანებულება დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ 7 ოქტომბერს გამოსცა.


ამავდროულად აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტს ახალი პასპორტების თაობაზე დებულების დამტკიცება, ხოლო დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა პასპორტების გაცემის, შეცვლის, აღრიცხვისა და შენახვის პროცედურების შემუშავება.


ამ დრომდე აფხაზი მოსახლეობა სარგებლობდა ან საბჭოთა პასპორტებით ან მათ დიდ ნაწილზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტები იყო გაცემული. არაღიარებულ აფხაზეთის მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტი კი არ არსებობდა.

მსგავსი/Related

Back to top button