ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში ორი ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა

სამხრეთის ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალების ორი ქართველი ჯარისკაცი 8 ოქტომბერს ქართულ სოფელ თამარაშენში დაჭრეს.


“თავდაპირველი ინფორმაციით, ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა თამარაშენში განლაგებულ სამშვიდობოთა საგუშაგოზე. ჩვენ ყველანი, ოს და რუს სამშვიდობოებთან ერთად გავემართეთ ინციდენტის ადგილას; ჩვენთან ერთად ასევე იყვნენ ეუთოს დამკვირვებლებიც. როდესაც ჩავედით, სრულები განმეორდა, რის შედეგადაც კიდევ ერთი სამშვიდობო დაიჭრა. ყველაფერი ეს რუსი და ოსი სამშვიდობოების, ასევე ეუთოს დამკვირვებელთა თვალწინ მოხდა“, განუცხადა საქართველოს სამშვიდობო ძალების მეთაურმა ალეკო კიკნაძემ “სივილ ჯორჯიას“.


ქართული მხარის განცხადებით, სროლები ოსური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა. სამხრეთ ოსეთის მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.


 

მსგავსი/Related

Back to top button