ახალი ამბები

“თბილგაზის“ ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს

თბილისის გაზის გამანაწილებელი კომპანიის “თბილგაზის“ ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ ცაავა 8 ოქტომბერს უფლებამოსილების გადამეტებისა და სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებით დააკავეს.


თბილისის პროკურორმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, რომ საქმე “თბილგაზში“ დაფიქსირებულ ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით აღიძრა. კომპანიის აქციების 96% თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. 


 

მსგავსი/Related

Back to top button