ახალი ამბები

სააკაშვილი: ტერიტორიული მთლიანობისთვის ეკონომიკური ზრდაა საჭირო

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თბილისი შესძლებს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაზე კონტროლის აღდგენას მხოლოდ ეკონომიკური ზრდის შემდეგ.


“გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისკენ ქვეყნის კეთილდღეობაზე გადის. უნდა დავანახოთ მათ[აფხაზებს], რომ ჩვენთან უკეთესია. ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს“, განაცხადა პრეზიდენტმა 8 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას.


მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2004 წელს 10% მიაღწია. “ეს კარგი შედეგია საქართველოს ტიპის ქვეყნისათვის“, დასძინა მან. 


 

მსგავსი/Related

Back to top button