ახალი ამბები

ნატოსა და რუსეთის წარმომადგენლები საქართველოში არსებული ბაზების თაობაზე კამათობენ

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასის“ ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, “ჩვენ წავალთ საქართველოდან, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლით, როცა ურთიერთმისაღებ შეთანხმებას მივაღწევთ საქართველოსთან ჩვენი სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე. ამავე დროს, ჩვენ არ მივიღებთ მხედველობაში არც ერთი მესამე ქვეყნის, მათ შორის ნატოს, მოსაზრებას, რადგანაც რუსული ბაზების არსებობა საქართველოში მხოლოდ მოსკოვსა და თბილისს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების საგანია“.


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ მწვავე რეაქციას წინ უძღოდა იარაღის კონტროლის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის სტივენ  რეიდმეიქერის კომენტარი. მოსკოვში 7 ოქტომბერს საუბრისას, მან განაცხადა, რომ “რუსეთმა უნდა მოაგვაროს საქართველოს საკითხი“. აშშ-ს და ნატოს სჯერათ, რომ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ  შეთანხმების რატიფიცირება მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც მოსკოვი შეასრულებს ხუთი წლის წინ აღებულ ვალდებულებებს“, განაცხადა რეიდმეიქერმა და აქვე დასძინა, “ჩვენ ჯერ-ჯერობით არ ვართ მზად ამ შეთანხმების რატიფიცირებისთვის“.


რუსეთის განცხადებით, მან შეასრულა სტამბოლის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, რომელიც 2001 წლამდე ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზების გაყვანას ითვალისწინებს, ასევე დარჩენილი ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული ვალდებულება, რომლის გაყვანის ვადებიც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე უნდა დადგინდეს. რუსეთის თავდაცვის სამინიტრო 11 წელიწადს მოითხოვს ბაზების გასაყვანად, თუმცა აშშ-ს მხრიდან დაფინანსების შემთხვევაში პროცესის დაჩქარებასაც არ ეწინააღმდეგება.
 

მსგავსი/Related

Back to top button