ახალი ამბები

გიორგი ბარამიძე დონალდ რამსფელდს სპარსეთის ყურეში შეხვდება

თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე აშშ-ს თავდაცვის მდივნის დონალდ რამსფელდის მიწვევით დღეს სპარსეთის ყურეში გაემგზავრა, სადაც აშშ-ს ავიამზიდ “ჯონ კენედიზე“ ანტიტერორისტული კოალიციის 16 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს შეხვდებიან.


შეხვედრაზე განხილული იქნება ანტიტერორისტულ კოალიციასთან დაკავშირებული საკითხები. გიორგი ბარამიძე და დონალდ რამსფელდი თავდაცვის სფეროში საქართველო-ამერიკის უახლოესი ინიციატივებს და ერთობლივ გეგმებს განიხილავენ.


ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძე ანტიტერორისტული კოალიციის 16 ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შეხვდება, სადაც საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ აქტუალურ სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.


დაგეგმილია ბაჰრეინის მეფესთან ჰამად ბინ ისა ხალიფასთან და პრინც სალმან ბინ ჰამად ალ ხალიფასთან შეხვედრები.


გიორგი ბარამიძე თბილისში 11 ოქტომბერს დაბრუნდება.

მსგავსი/Related

Back to top button