ახალი ამბები

რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის ცსკ-ს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს

პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) გადაწყვეტილება გალის რაიონში განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე უკანონოა.


“ეს გადაწყვეტილება მთლიანად ეწინააღმდეგება აფხაზეთის საარჩევნო კოდექსს და არანაირი იურიდიული საფუძველი არ აქვს“, აცხადებს “რია ნოვოსტი“ ხაჯიმბას სიტყვებზე დაყრდნობით.


ხაჯიმბა განმეორებითი არჩევნების ჩატარებას თვითგამოცხადებული რეგიონის მთელ ტერიტორიაზე მოითხოვს.


მისი თქმით, იგი აფხაზეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს ცსკ-ს გადაწყვეტილებას, რომელმაც 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ 6 ოქტომბერს ასევე გააკრიტიკა აფხაზეთის ცსკ-ს გადაწყვეტილება გალის რაიონში განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე.  მისი თქმით, ცსკ-მ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური კანდიდატის სერგეი ბაღაფშის მხარდამჭერთა ზეწოლის შედეგად მიიღო.


 



 

მსგავსი/Related

Back to top button