ახალი ამბები

“კანარგომ“ თავდაცვის უწყებას 100 ათასი ლარის საწვავი გადასცა

ნავთობმომპოვებელი კომპანია “კანარგოს“ ხელმძღვანელი დევიდ რობსონი დღეს თავდაცვის მინისტრს გიორგი ბარამიძეს შეხვდა.
 
მინისტრის ინფორმაციით, ნავთობმომპოვებელმა კომპანია “კანარგომ“, რომელსაც საქართველოში ბენზინგასამართი სადგურების ქსელი აქვს, თავდაცვის უწყებას უსასყიდლოდ 100 ათასი ლარის ღირებულიების საწვავი გადასცა.  
 
ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის უწყებას დაახლოებით 6 300 ათასი ლარის ღირებულების საწვავი ესაჭიროება.


ნავთობისა და გაზის მომპოვებელ და მწარმოებელ კომპანია კანარგოს, რომელიც საქართველოსა და ცენტრალურ აზიაშიც ახორციელებს საქმიანობას, ცოტა ხნის წინ გარკვეული პრობლემები შეექმნა ნინოწმინდაში, სადაც გაზის ჭაბურღილი აფეთქდა. კომპანიამ პრობლემის მოგვარება 13 სექტემბერს, ინციდენტიდან სამი დღის შემდეგ შეძლო. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, ზარალის შეფასება ჯერ არ დასრულებულა.   

მსგავსი/Related

Back to top button