ახალი ამბები

ნატო-ს დელეგაცია საქართველოში იმყოფება

თბილისში ნატოს ექსპერტთა ოთხკაციანი დელეგაცია იმყოფება, რომელსაც თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს ოფიცერი ბრიუს ბახი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში 11 ოქტომბრამდე თავდაცვის სამინისტროში რეგულარულ შეხვედრებს გამართავენ.
 
დელეგაციის წევრების თავდაცვისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებთან შეხვედრისას თავდაცვის სისტემის სტრატეგიას და შინაგანი ჯარის თავდაცვის უწყებასთან შერწყმის საკითხები განიხილეს.
 
ბრიუს ბახის ხელმძღვანელობით, მსგავსი დელეგაციები საქართველოში ყოველ ოთხ თვეში ერთჯერ ჩამოდიან და საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის რეკომენდაციებს უწევენ.

მსგავსი/Related

Back to top button