ახალი ამბები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე დებატები გაიმართება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 7 ოქტომბერს რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე დებატები გაიმართება.


ქართული მხარე შეეცდება მიაღწიოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური მომხსენებლის დანიშვნას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 6 ოქტომბერს სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც იგი დებატების დროს სიტყვით გამოვა.


“ჩვენ ვაცნობებთ საპარლამენტო ასამბლეას რუსეთთან ამჟამად არსებული პრობლემების თაობაზე. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი ობიექტური კრიტიკა რუსული პოლიტიკის მიმართ არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარება. თუმცა, რუსეთმაც ანალოგიურად უნდა გვიპასუხოს და არა ორმაგი სტანდარტების პოლიტიკით”, განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 5 ოქტომბერს.


საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ მიიღო ქართული მხარის წინადადება დებატების გამართვის თაობაზე, მიუხედავად რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინააღმდეგობისა.        



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button