ახალი ამბები

სააკაშვილი საბაჟოს ხელმძღვანელს ერთი თვის ვადას აძლევს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საბაჟო დეპარტამენტის მუშაობით უკმაყოფილოა და თავმჯდომარეს გიორგი გოდაბრელიძეს ერთი თვის ვადას აძლევს მდგომარეობის გამოსასწორებლად.
 
“თუ ერთ თვეში საბაჟოდან ბიუჯეტში არ შემოვა 15-20 მლნ ლარი, გიორგი გოდაბრელიძე თანამდებობას დაკარგავს”, განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
 
მისი თქმით, საბაჟოდან თანხები აკლდება ბიუჯეტს, ასევე უწყებაში არ მიმდინარეობს კორუფციიის წინააღმდეგ ბრძოლა.


 

მსგავსი/Related

Back to top button