ახალი ამბები

ანტიკრიმინალური ოპერაცია სამეგრელოში

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დღეს, გამთენიისას დააკავეს ჯგუფი, რომელსაც ბრალი ედება მოსახლეობის დაყაჩაღებასა და სხვა სახის მძიმე დანაშაულის ჩადენაში.


დაკავებულია სულ 19 პიროვნება, რომლებიც ძირითადად ცენტრალურ მაგისტრალებზე მგზავრების დაყაჩაღებაში არიან ეჭვმიტანილები.


სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა გიგი უგულავამ დღეს ოპერაციის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ  სპეცოპერაცია მიზნად ისახავდა რეგიონში კრიმინალური ვითარების გაუმჯობესებას და დასძინა, რომ ანალოგიური ღონისძიები მომავალშიც გაგრძელდებოდა. 

მსგავსი/Related

Back to top button