ახალი ამბები

აფხაზეთის ცსკ გალში განმეორებით არჩევნებზე თანხმდება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცსკ) დათანხმდა ბათილად ცნოს გალის რაიონის სამივე საარჩევნო უბნის შედეგები. განმეორებითი არჩევნები 17 ოქტომბერს ჩატარდება.


ამგვარად, ცსკ-მ მიიღო ოპოზიციის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის წინადადება. ბაღაფშის განცხადებით, გალში დარღვევებს არ ჰქონია ადგილი, თუმცა კომპრომისის სახით მან განმეორებითი არჩევნების ჩატარება შესთავაზა კომისიას.


გალის რაიონი ძირითადად იმ ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული, რომლებიც 1992-93 წლების კონფლიქტის შემდეგ სპონტანურად დაბრუნდნენ რეგიონში. დაბრუნებულთა მხოლოდ ერთ მეოთხედს მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო აფხაზეთის არჩევნებში. საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები შიშობენ, რომ იმ გადამწყვეტ როლს, რომელიც რეგიონმა უნდა შეასრულოს საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა კვლავ მოყვეს ეთნიკური ქართველების დაშინება და ძალადობაც კი მათ წინააღმდეგ.


სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ხმების დიდი ნაწილი გალის რაიონის მაცხოვრებლებს ეკუთვნით, რომელთაც არ აქვთ ამის უფლება. მან ფაქტის სახით წარმოადგინა ის საარჩევნო დოკუმენტაცია, რომელიც ქართულ ენაზე იქნა შევსებული. ხაჯიმბას თქმით, აფხაზეთის ოფიციალურ ენებს მხოლოდ აფხაზური და რუსული წარმოადგენს, ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობები არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერ დოკუმენტებად აფხაზეთში ხმის მისაცემად.

მსგავსი/Related

Back to top button