ახალი ამბები

ბაღაფში განმეორებითი არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის

აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიციიდან სერგეი ბაღაფშმა სოხუმში თავის მხარდამჭერებთან გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი თანახმაა გალის რაიონში განმეორებითი არჩევნები ჩატარდეს.


„მე ვამბობ, მოდით ჩავატაროთ განმეორებითი არჩევნები მხოლოდ გალის რაიონში პრეზიდენტობის ხუთივე კანდიდატის მონაწილეობით“, – განაცხადა ბაღაფშმა.


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მან უკვე დათვალა ყველა საარჩევნო უბნიდან მიღებული ხმები, გარდა გალის რაიონისა. ამ ხმების მიხედვით, ოპოზიციურმა კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა ხმების 45,7% მოაგროვა; ხოლო რაულ ხაჯიმბამ, რომლის კანდიდატურასაც დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა და კრემლიც უჭერს მხარს, ხმების 38,4% მიიღო.


აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია 6 ოქრომბერს შეიკრიბება და გადაწყვეტს გააუქმოს თუ არა გალში არჩევნების შედეგები. თუ გალის შედეგები გაუქმდება, მაშინ არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.  თუმცა, თუ ცსკ დათანხმდება გალის არჩევნების შედეგები მიიღოს, მაშინ ბაღაფში, სავარაუდოდ,  არჩევნებს მოიგებს და რეგიონის ახალი ლიდერი გახდება. 

მსგავსი/Related

Back to top button