ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე სტრასბურგში გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს დილით სტრასბრუგში გაემგზავრა, სადაც იგი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას დაესწრება.


ნინო ბურჯანაძე 7 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამართულ დებატებში მიიღებს მონაწილეობას.


“ჩვენ ვაცნობებთ საპარლამენტო ასამბლეას რუსეთთან ამჟამად არსებული პრობლემების თაობაზე. მივდა განვაცხადო, რომ ჩვენი ობიექტური კრიტიკა რუსული პოლიტიკის მიმართ არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარება. თუმცა, რუსეთმაც ანალოგიურად უნდა გვიპასუხოს, და არა ორმაგი სტანდარტების პოლიტიკით”, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.   


 

მსგავსი/Related

Back to top button