ახალი ამბები

სერგეი ბაღაფში: მე პრორუსული ორიენტაციის ვარ

რუსულ საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში “აფხაზეთის გეზი რუსეთის მიმართულებით განმტკიცდება“.


“მიაჩნიათ, რომ ჩვენ პროქართული ორიენტაცია გვაქვს, თუმცა ჩვენ პრორუსული ორიენტაციის ვართ“, განაცხადა ბაღაფშმა.


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებას აფერხებს. თუმცა, სერგეი ბაღაფშის განცხადებით, მან არჩევნები ხმების 51,1%-ით მოიგო. მისი ოპონენტის, რაულ ხაჯიმბას თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.  

მსგავსი/Related

Back to top button