ახალი ამბები

აჭარაში გამგებლები დააპატიმრეს

საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა 5 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევისა და ხულოს რაიონების გამგებლები ძალაუფლების გადამეტების ბრალდებით დააპატიმრეს.


“ოთარ ცეცხლაძე [ხულოს რაიონის გამგებელი] და ნოდარ ქარცივაძე [შუახევის რაიონის გამგებელი] აჭარაში ხე-ტყის უკანონო ჭრასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი“, განუცხადა აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსმა გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

მსგავსი/Related

Back to top button