ახალი ამბები

ვლადისლავ არძინბა პრეზიდენტობის კანდიდატებს ხვდება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა 6 ოქტომბერს რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და პრეზიდენტობის კანდიდატებს ხვდება, მას შემდეგ რაც რეგიონში 3 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა.


საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგების გამოცხადებისგან თავს იკავებს. ამ ფაქტმა ოპოზიციის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის პროტესტი გამოიწვია, რომლის განცხადებითაც მან არჩევნები მოიგო. კიდევ ერთი წამყვანი კანდიდატის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, არჩევნები გაყალბებული იქნა.


რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის როინ აგრბას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ოპოზიციურმა ძალებმა „უპრეცედენტო ზეწოლა მოახდინეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე“.


არსებული ინფორმაციით, ასობით ადამიანი საარჩევნო კომისიის წინ საპროტესტო აქციას მართავს და არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოითხოვს.


თუმცა, კომისიის წარმომადგენელთა განცხადებით, ხმების დათვლას გალის რაიონში დაფიქსირებული მთელი რიგი პროცედურული დარღვევები აფერხებს.


5 ოქტომბერს რაულ ხაჯიმბამ არჩევნების შედეგების ანულირება მოითხოვა 3 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამო, განსაკუთრებით გალის რაიონში. ხმების უმრავლესობას გალის რაიონში, სავარაუდოდ, ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში მოაგროვებს, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს. 

მსგავსი/Related

Back to top button