ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტს შეხვდა

სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარალმენტო ასამბლეის სხდომაზე, გამგზავრებამდე, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
 
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პრეზიდენტთან განხილულ იქნა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განსახილველი საკითხები.
 
“საუბარი ძირითადად შეეხება ბოლო დროს საქართველოსა და მის ჩრდილოელ მეზობელს-რუსეთს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს”, განაცხადა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ.
 
ნინო ბურჯანაძე სტრასბურგში დღეს გაემგზავრება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მოხსენებით კი 7 ოქტომბერს გამოვა. 


ევროპის საბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მოთხოვნით, 7 ოქტომბერს გაიმართება ერთსაათიანი დებატები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით, სადაც ძირითადი აქცენტები კონფლიქტების მოგვარებაზე გაკეთდება.

მსგავსი/Related

Back to top button