ახალი ამბები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აფხაზეთის არჩევნები დემოკრატიული იყო

4 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს “დემოკრატიული“ უწოდა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნები დაეხმარება ქართულ და აფხაზურ მხარეებს კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მშვიდობიანი მოლაპარაკებები განაგრძონ.


“არსებული ინფორმაციით, 3 ოქტომბრის არჩევნები წყნარ და დემოკრატიულ  ატმოსფეროში ჩატარდა. მასში ამომრჩეველთა 60% მიიღო მონაწილეობა“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


“იმედი გვაქვს, ამ არჩევნების შემდეგ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თაობაზე მშვიდობიანი მოლაპარაკებები კვლავაც გაგრძელდება“, ნათქვამია განცხადებაში.  

მსგავსი/Related

Back to top button