ახალი ამბები

ეუთო გმობს აფხაზეთის არჩევნებს

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლომონ პასიმ 4 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთება გამოხატა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების გამო.


მისი თქმით, ეუთო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და არც 3 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს.


“დევნილებს და იძულებით გადასახლებულ პირებს უნდა მიეცეთ საშუალება აფხაზეთში თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ, და მხოლოდ შემდეგ ჩატარდეს რეგიონში არჩევნები“, განაცხადა სოლომონ პასიმ. მისი თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი აფხაზეთიდან განდევნეს, ამგვარად მათ არ მიეცათ ხმის მიცემის საშუალება. ამან არჩევნები არალეგიტიმური და მიუღებელი გახადა.


სოლომონ პასიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა ეუთოს მხარდაჭერა აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ.

მსგავსი/Related

Back to top button