ახალი ამბები

აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საკამათო ხდება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) განცხადებით, საინფორმაციო არხებით გავრცელებული ყველა წინა ინფორმაცია 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ არაზუსტია. ცსკ-ს თავმჯდომარემ სერგეი სმირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩევნების წინასწარი შედეგები მხოლოდ 4 ოქტომბერს გახდება ცნობილი.


ინფორმაცია არჩევნების შედეგების თაობაზე, რომლის მიხედვითაც რაულ ხაჯიმბამ ხმების 53%-ით გაიმარჯვა არჩევნებში, აფხაზეთის საარჩევნო კომისიის წევრების მიერ გავრცელდა. გარდა ამისა, ცსკ-ს ვებ-გვერდმა, რომელიც ოფიციალურად იქნა მიჩნეული, თუმცა მოგვიანებით უარყოფილი აფხაზეთის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ, ხმების რაოდენობის ამსახველი დიაგრამაც კი გამოაქვეყნა 4 ოქტომბერს. თუმცა, იმავე დღეს ეს დიაგრამა მოხსნეს.


ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების ნაკადი არჩევნების შედეგების შესახებ მას შემდეგ წამოვიდა, რაც სერგეი ბაღაფშმა მიღებული შედეგები გააპროტესტა. მან ხმების 33.5% მიიღო.


არსებული ინფორმაციით, ოპოზიციამ დაგმო არჩევნების შედეგები გაყალბების გამო და ხმების ხელახალი დათვლა მოითხოვა.   

მსგავსი/Related

Back to top button