ახალი ამბები

აფხაზეთში მცხოვრებ ქართველთა მხოლოდ ერთ მეოთხედს მიეცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება

გალის რაიონის ადმინისტრაციის ცნობით, რაიონის 60 ათასი მაცხოვრებლიდან, მხოლოდ 15 ათას მიეცა 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.


“ნეზავისიმაია გაზეტას“ ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი აფხაზეთში ოფიციალურად რეგისტრირებული არ იყო. ათასობით დევნილი ბოლო წლების განმავლობაში სპონტანურად დაბრუნდა გალის რაიონში.


საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, მთავარი მიზეზი რისთვისაც საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად შეიძლება ჩაითვალოს დაბრუნებული ქართველებისთვის სამოქალაქო უფლების ჩამორთმევაა. ოფიციალური თბილისის განცხადებით, 200 ათასამდე დევნილს არა აქვს საშუალება თავიანთ სახლებს დაუბრუნდეს, თუმცა დაბრუნებულების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები უხეშად ირღვევა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ.   

მსგავსი/Related

Back to top button