ახალი ამბები

უშიშროების თანამშრომლებმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი მოინახულეს

საქართველოს უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროების და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთების ინსპექტირების შემდეგ, საქართველოს უშიშროებისა და თავდაცვის თანამშრომლებმა ეუთოს მისიისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად 3 ოქტომბერს საზღვრის ტერიტორია კიდევ ერთხელ მოინახულეს.


ოპერაციის დეტალები უცნობია; თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, ეს იყო “პროფილაქტიკური ღონისძიება“ საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ჯგუფების შესაძლო შემოჭრის წინააღმდეგ.


“ამ ოპერაციამ დაადასტურა, რომ ჩვენ სრულიად ვაკონტროლებთ სიტუაციას საზღვარზე, მათ შორის პანკისის ხეობაშიც“, განუცხადა საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებს.


ეუთოს დამკვირვებლები რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებს 1999 წლიდან უწევენ მონიტორინგს. გასულ კვირას უშიშროებისა სამინისტროსა  და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოინახულეს ეუთოს საზღვრის დაცვის მონიტორინგის ოფისი, რომელიც შატილში მდებარეობს.   

მსგავსი/Related

Back to top button