ახალი ამბები

სააკაშვილი: აფხაზეთის არჩევნები არალეგიტიმურია

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაგმო აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები და მას არალეგიტიმური უწოდა. მისი თქმით, ასიათასობით აფხაზეთის მკვიდრს, რომელიც დღეს დევნილად არის ქცეული, არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო არჩევნებში.


“არა მგონია, რომ ვინმე შეეგუოს ეთნიკურ წმენდას, როდესაც ხალხი თავიანთი სახლებიდან გამოაგდეს და ბევრი მათგანი მოკლეს. არჩევნების ჩატარება ამ ხალხის გარეშე არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 3 ოქტომბერს BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 


ამავდროულად, აფხაზეთში ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა დაფიქსირდა არჩევნების დღეს. თვითგამოცხადებული რეგიონის მოსახლეობამ ვლადისლავ არძინბას 11-წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ ახალი ლიდერი აირჩია.


პრეზიდენტის პოსტისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოდა.

მსგავსი/Related

Back to top button