ახალი ამბები

ალასანია: 3 ოქტომბერს ქართული მხარე აფხაზეთში პროვოკაციებს არ გეგმავს

აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ახლადდანიშნული თავმჯდომარე ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს 3 ოქტომბერს აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატთა მხარდამჭერების მიერ პროვოკაციების მოწყობას გალის რაიონში, რაც მოგვიანებით შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდეს.
 
“წინასწარ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და თავად აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გასაგონადაც, რომ არანაირი პროვოკაციის მოწყობას არ ვაპირებთ. ნებისმიერი სახის ზეწოლას კი ქართულ მოსახლეობაზე ადექვატური რეაგირება მოჰყვება”,  განაცხადა დღეს ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში ირაკლი ალასანიამ.
 
თვითგამოცხადებულ აფხაზეთში საპრეზიდნეტო არჩევნები 3 ოქტომბერს ტარდება.


 

მსგავსი/Related

Back to top button