ახალი ამბები

ოქრუაშვილი: სამხრეთ ოსეთი გამტაცებლებისთვის უსაფრთხო ადგილს წარმოადგენს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ბოლო დროს ადამიანის გამტაცებელთა უსაფრთხო თავშესაფარი გახდა.


“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ათობით ადამიანი გაიტაცეს და ჩვენი ინფორმაციით, მათ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მალავენ“, აცხადებს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ ოქრუაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც კიევში დსთ-ის შინაგან საქმეთა მინისტრების სამიტს დაესწრო.


მისი თქმით, ქართველ სამართალდამცავებს ასევე აქვთ ინფორმაცია კონკრეტული გამტაცებლების შესახებ, თუმცა ქართული მხარე ვერ ახერხებს მათ დაპატიმრებას, რადგანაც ისინი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

მსგავსი/Related

Back to top button