ახალი ამბები

არძინბა მოსახლეობას 3 ოქტომბრის არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას განცხადებით, რუსეთმა დააფიქსირა თავისი მზადყოფნა აფხაზეთთან თანამშორმლობის თაობაზე.
 
“ჩვენ შევძლებთ ამ შანსის გამოყენებას, მხოლოდ იმ შემთხვავეში, თუ შევინარჩუნებთ სტაბილურობას და სამართლიანად ჩავატარებთ არჩევნებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი”, განაცხადა დღეს ვალდისლავ არძინბამ.
 
მისი თქმით, 3 ოქტომბერს არჩევნების ჩაშლის მცდელობა იქნება. “მაგრამ ეს არ უნდა დაუშვათ”, აცხადებს არძინბა.
 
იგი მიმართავს მოსახლეობას შეინარჩუნონ სიმშვიდე და აქტიური მონაწილეობა მიიღონ 3 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებში.  
 

მსგავსი/Related

Back to top button