ახალი ამბები

რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში ორი ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობას გეგმავს

რუსული გაზეთის “ნეზავისიმაია გაზეტას“ ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი გრებენიუკმა განაცხადა, რომ ქვეყანა ჩრდილოეთ კავკასიაში ორი ახალი სამხედრო ბაზის აშენებას გეგმავს.  


ანატოლი გრებენიუკის თქმით, 30 სექტემბერს რუსეთის პარლამენტისთვის წარდგენილ ბიუჯეტის პროექტში 6 მილიარდი რუბლია (დაახლოებით 205 ათასი აშშ დოლარი) გამოყოფილი სამთო ბრიგადის შესაქმნელად, რომლის ფორმირებაც ამჟამად დაღესტანში მიმდინარეობს. ანალოგიური საბიუჯეტო დაფინანსება გამოყოფილია მეორე ბაზის მშენებლობისთვისაც. ორივე სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა კავკასიონის ქედის მახლობლად განთავსდება.


ცოტა ხნის წინ, რუსეთმა სახსრების უქონლობით ახსნა საქართველოდან თავისი ორი სამხედრო ბაზის გაყვანაზე უარის თქმა. საქართველოს ოფიციალურ პირთა თქმით, რუსეთმა ბაზების გასაყვანად საერთაშორისო დახმარება მოითხოვა. 

მსგავსი/Related

Back to top button