ახალი ამბები

თურქები ქართველებს ბორჯომ-ხარაგაულის პარკში ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებიან

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 26 სექტემბერს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში ქართულ მხარეს თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლები ეხმარებიან, რომლებიც  ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავების მეშვეობით ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას.
 
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, 26 სექტემბერს გაჩენილი ხანძრის მასშტაბები გატარებული ღონისძიებების შემდეგ შემცირდა. თუმცა გარემოს დაცვის სამინისტროს 30 სექტემბრის ინფორმაციით, ცეცხლმა 7-8 ჰექტარი ტყის ფართობი გაანადგურა.
 
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე მობილიზებულია მეხანძრეები, რეზერვისტები. ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი.

მსგავსი/Related

Back to top button