skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ დღეს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ალასანიას კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი. ირაკლი ალასანიამ ამ პოსტზე ლონდერ ცაავა შეცვალა, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ სტრუქტურას.
 
ირაკლი ალასანიას კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემებრს დაასახელა.


ალასანია პრეზიდენტთან შეთანხმებით აფხაზეთის სახელისუფლებო სტრუქტურების რეფორმასა და საკადრო ცვლილებებს გეგმავს.


“ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა პოლიტიკური, ეკონომიკური და სახალხო დიპლომატიური საშუალება, რათა დავიბრუნოთ აფხაზეთი”, განაცხადა ალასანიამ 30 სექტემბერს თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ. 

Back to top button