skip to content
ახალი ამბები

თბილისში გაიხსნა ფორუმი – “გლობალიზაცია და ცივილიზაციათა დიალოგი”

დღეს თბილისში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივით და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით, გაიხსნა საერთაშორისო ფორუმი – “გლობალიზაცია და ცივილიზაციათა დიალოგი”. ფორუმი ორ დღეს გასტანს და 1 ოქტომბერს დასრულდება.


ფორუმი, რომელსაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა და რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლები ესწრებიან, საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.


“მე ამაყი ვარ იმით, რომ საქართველოში არ არის დაპირისპირება სხვადასახვა ეთნიკურ და რელიგიურ მიმდინარეობებს შორის”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ წლიურ მოხსენებაში საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების დაცვის შესახებ ნათქვამია, რომ საქართველომ “მნიშვნელოვან წინსვლას“ მიაღწია რელიგიური თავისუფლების დაცვასა და ხელშეწყობაში.

Back to top button