
ახალი ამბები
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ვერ ხერხდება 26 სექტემბერს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა, რომელმაც ტყის მასივის 7-8 ჰექტარი მოიცვა. თუმცა, ცეცხლის გარშემო გაკეთებულია თხრილი, რომლის შედეგადაც ცეცხლი ტყის ფართო მასებს აღარ მოედება.
ადგილზე მობილიზებულია მეხანძრეები, სატყეო მეურნებობის თანამშრომლები და რეზერვისტები. 29 სექტემბერს ბორჯომში გაემგზავრა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თამარ ლებანიძე.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას განცხდაებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ცეცხლის ლიკვიდაცია და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის გადარჩენა.