skip to content
ახალი ამბები

მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისია მუშაობას შეუდგა

30 სექტემბერს მოსკოვში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტოლო კომისიის სხდომა გაიხსნა.


განსახილველ საკითხთა შორის არის კონფლიქტის ზონაში სტაბილური ვითარების შენარჩუნება და შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში მაღალ დონის შეხვედრის ორგანიზება. ასევე განიხილება უკვე მიღწეული შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტისა და დამატებითი სამხედრო შენაერთებისაგან რეგიონის გაწმენდის შესახებ. 


შერეული საკონტროლო კომისიის უკანასკნელი სხდომა 18 აგვისტოს შედგა, როცა მხარეები რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.


დღევანდელ შეხვედრაზე ქართულ მხარეს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა წარმოადგენს, რუსულ მხარეს – საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ვალერი კენიაიკინი, ხოლო სამხრეთ ოსურ მხარეს – სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრი ბორის ჩოჩიევი. 

Back to top button