
ახალი ამბები
იგორ ივანოვი: რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებით
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის იგორ ივანოვის განცხადებით, რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებით და მზად არის ორმხრივი თანამშრომლობისთვის.
მისი განცხადებით, საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარება მხარეებს შორის ნდობის აღდგენით უნდა დაიწყოს.
“რუსეთი ქვეყნის [საქართველოს] ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებით მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან. ეს პუტინმა მოსკოვში სააკაშვილის ვიზიტის დროსაც [10-11 თებერვალი] დააფიქსირა“, განაცხადა დღეს საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე იგორ ივანოვმა.
მისი თქმით, რუსეთი იცავს ყველა იმ შეთანხმების პირობებს, რასაც პრეზიდნეტებმა მიაღწიეს.