skip to content
ახალი ამბები

გელა ბეჟუაშვილი და გოგა ხაინდრავა მოსკოვში გაემგზავრნენ

უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი დღეს მოსკოვში, თავის რუს კოლეგასთან იგორ ივანოვთან შესახვედრად გაემგზავრა.
 
დღესვე სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა, მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე დასაწრებად გაემგზავრა.
 
შსკ-ს სხდომა 30 სექტემბერს არის დაგეგმილი. განსახილველ საკითხთა შორის არის პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრის ორგანიზება. ასევე განიხილება უკვე შეთანხმებული საკითხები, კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის და დამატებითი ძალების გამოყვანის შესახებ.
 
სახელმწიფო მინისტრ გოგა ხაინდრავას ინფორმაციით, ამ საკითხებზე მხარეები გარანტიებს მოითხოვენ, რათა არ განახლდეს სროლები და არ მოხდეს დამატებითი ძალების შეყვანა. 
  
შსკ- ს სხდომა 18 აგვისტოს შემდეგ, ბესლანში მომხდარი ტრაგედიის გამო აღარ ჩატარებულა. 

Back to top button