ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრი ვაშინგტონში მიემგზავრება

ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დღეს ვაშინგტონში მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ სესიაზე დასასწრებად გაემგზავრება.
 
ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებაში ნათქვანია, რომ გასული წლებისაგან განსხვავებით, ეს პირევლი შემთხვევაა, როდესაც საქართველო საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წინაშე გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლებითა და სრულად დაფინანსებული სოციალური ვალდებულებებით წარსდგება.
 
ვიზიტის დროს დაგეგმილია მოლაპარაკებები მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდნეტ შიგეი კაცუსთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ჯერონ კრემერსთან.
 
ზურაბ ნოღაიდელი შეხვდება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდნეტ ასაად ჟაბრის და კორპორაციის რეგიონალურ პროგრამის მენეჯერს ედუარდ ნასიმს. საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ გაიმართება საუბარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში დაგეგმილ შეხვედრებზეც.
 
ზურაბ ნოღაიდელი საქართველოში 4 ოქტომბერს დაბრუნდება.

მსგავსი/Related

Back to top button