skip to content
ახალი ამბები

ბარამიძე: აშშ რუსული ბაზების გაყვანაში მხარდაჭერას აღგვითქვამს

თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე, რომელიც აშშ-ში 20-28 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, აცხადებს, რომ  საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
 
“ამერიკის პოზიცია, ისევე როგორც ნატოს წევრი სხვა ქვეყნების, არის ერთიანი, რომ რუსული სამხედრო ბაზები უნდა გავიდეს საქართველოდან. ჩვენ არ ვითხოვთ ამას დღეს ან ხვალ, ეს შეიძლება გაკეთდეს ერთ-ორ წელიწადში”, განაცხადა ვიზიტის დასრულების შემდეგ გიორგი ბარამიძემ.
 
მისი თქმით, აბსურდულია რუსეთის მოთხოვნა აშშ-სა ან სხვა დონორი ქვეყნების მხრიდან ბაზების გაყვანისთვის ფინანსური დახმარების შესახებ. “რუსებს თავად გააჩნიათ საკმარისი სახსრები, რათა საკუთარი ბაზების გაყვანა უზრუნველყონ“, დასძინა ბარამიძემ.
 

Back to top button