
საბაჟო დეპარტამენტი რუსეთისგან როკის გვირაბზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს
საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი გოდაბრელიძე თავის რუს კოლეგას ალექსანდრე ჟერიხოვს 27 სექტემბერს წერილით მიმართავს, სადაც როკის გვირაბის გავლით ტვირთების მოძრაობის შეწყვეტას სთხოვს.
“საბაჟო დეპარტამენტი გთხოვთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს განუმარტოთ, რომ ცხინვალის მიმართულებით აკრძალულია გადაადგილება და მიიღეთ მკაცრი ზომები, რომ არ დაუშვათ ამ მიმართულებით მგზავრებისა და ტვირთების გატარება“, ნათქვამია გიორგი გოდაბრელიძის მიერ გაგზავნილ წერილში.
საქართველო-რუსეთს შორის 1993 წელს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით რუსეთის მხარე იღებს ვალდებულებას საბაჟო-გამშვები პუნქტის – “როკის“ მიმართულებით არ მოხდეს ტვირთების გატარება.
ქართულმა მხარემ არაერთხელ დააყენა როკის გვირაბის გაკონტროლების საკითხი, მათ შორის ეუთოს დამკვირვებელთა მიერ, რადგანაც იგი წარმოადგენს უკანონო ტვირთებისა და იარაღის ქართველოში შემოსვლის უკონტროლო წყაროს.