ახალი ამბები

ნოდარ ხაშბა: სასამართლომ საბოლოო სიტყვა უნდა თქვას არჩევნებზე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ ხაშბამ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ “ბოლო სიტყვა უნდა თქვას [3 ოქტომბრის საპრეზიდენტო] არჩევნებზე“.


ნოდარ ხაშბამ, რომელიც არჩევნების შემდგომი კრიზისის ფონზე დაინიშნა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, სოხუმში აფხაზეთის ინტელიგენციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მოსახლეობას სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.


აფხაზეთის ცსკ-მ ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში გამარჯვებულად გამოაცხადა. თუმცა, დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ დაგმო ცსკ-ს გადაწყვეტილება და მას უკანონო უწოდა. მისი თქმით, არსებულმა სიტუაციამ შესაძლოა “სისხლისღვრა გამოიწვიოს“.


უზენაესი სასამართლო 14 ოქტომბერს სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას სარჩელს განიხილავს, რომელიც ცსკ-ს გადაწყვეტილების გაუქმებას და აფხაზეთში განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.   

მსგავსი/Related

Back to top button