ახალი ამბები

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ოს სამშვიდობოებზე თავდასხმა მოხდა

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ოს სამშვიდობოთა ბატალიონის მანქანაზე თავდასხმის შედეგად ერთი სამშვიდობო დაიღუპა, ხოლო ორი მძიმედ დაიჭრა.  


დაჭრილები გადაყვანილი არიან გორის რაიონულ საავადმყოფოში. ქართული მხარის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია თუ ვინ დაესხა თავს  ბატალიონს. ადგილზე მივიდნენ შერეული სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელები და ეუთოს წარმომადგენლები.

მსგავსი/Related

Back to top button