
ახალი ამბები
“თბილგაზი“ კომპანიის შესაძლო პრივატიზებას უარყოფს
“თბილგაზის“ გენერალური დირექტორი დავით მორჩილაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ 23 სექტემბერს რუსეთის ენერგოკომპანიის “გაზპრომის“ დელეგაციის თბილისში ვიზიტის დროს “თბილგაზის“ პრივატიზების საკითხი იქნა განხილული.
თბილისის პრემიერმა ბიძინა ბრეგაძემ ასევე უარყო აღნიშნული ინფორმაცია. “თბილგაზის” აქციათა 96% თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.
“თბილგაზის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ “გაზპრომის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას მომავალი თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული.
2003 წელს “გაზპრომმა“ და ქართულმა მხარემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ქართველი მომხმარებლისთვის გაზის მიწოდებას, გაზსადენის რეაბილიტაციას და სატრანზირო მიზნით საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენებას ითვალისწინებს.