skip to content
ახალი ამბები

თბილისში რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ჩამოდის

ერთდღიანი ვიზიტით დღეს თბილისში რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ჩამოდის, თავდაცვის მინისტრის იორან მირჩა პაშკუს ხელმძღვანელობით. დელაგაცია შეხვდება თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას.
 
ვიზიტის დროს განხილული იქნება საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. რუმინეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 1996 წელს გაფორმდა.
 
1998 წელს  კადრების მომზადების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ქართველი სამხედროების ნაწილი პერიოდულად სამხედრო წვრთნებს რუმინეთში გადის. 
 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის თბილისში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგანაც რუმინეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა.


 

Back to top button