
ახალი ამბები
ცხინვალის რეგიონში ქართველი სამშვიდობოები დააკავეს
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე ოსური სოფლის ფრისის მახლობლად 23 სექტემბერს გვიან ღამით ოთხი ქართველი სამშვიდობო დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, რუსი და ოსი სამშვიდობოები არ იყვნენ ინფორმირებულნი ქართველი სამხედროების გადაადგილების თაობაზე კონფლიქტის ზონაში, რაც გახდა მათი დაკავების მიზეზი.
კონფლიქტის ზონაში განლაგებული ქართველი სამშვოდობოების მეთაურმა ალეკო კიკნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართველ სამხედროებს 24 სექტემბერს დილით გაათავისუფლებენ.